კერძო სახლი / გაქირავება
სასწრაფოდ ქირავდება ელიტარული სახლი დიღომი 7ში. ეზოს ფართი 1500 კვ.მ. სახლის 600 მ2. სახლს აქვს შიდა კიბით ცასასვლელი სარდაფში (50 მ2), პირველი სართული: მისაღები, სამზარეულო, სასადილო ოთახი, სველი წერტილი, აივანი, პარკინგი (240 მ2), მეორე სართულზე 3 საძინებელი თავისი სველი წერტილებით და აივნებით, ტექნიკური ოთახი (160 მ2) დაკარგულია ფართი ანტრესოლის ხარჯზე.მანსარდში განლაგებულია ბასეინი და საუნა, სველი წერტილი, აივანი შესაძლებელია 2 საძინებლის მოწყობა (150 მ2). აშენებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალებით. მთლიანად სახლში დაგებულია ძვირადღირებული იტალიური მარმარილო, საძინებლებში - პარკეტი. კედლები შეღებილია ტიკურილას (ფინეთი) საღებავებით. სველ წერტილებში და აივნებზე ესპანური მეთლახი და კაფელი. ყველა ოთახს აქვს თავისი აივანი. გამოყოფილად არის აშენებული საქვაბე და სტანდარტების შესაბამისად სპეციალური ადგილი გენერატორისათვის. კაპიტალური ავტოფარეხი 2 მანქანაზე. წინა ეზოში ადგილია დამატებით 6 მანქანაზე. ეზო გაკეთებულია მაღალ დონეზე ბილიკებითა და სარწყავი სისტემით. გამოდგება როგორც საცხოვრებლად, ისე საოფისედ. ავტოფარეხი ავტოსადგომი კაპიტალური ღობე სარდაფი ცენტრალური გათბობა ბუნებრივი აირი სათავსო ცხელი წყალი ტელეფონი ინტერნეტი TV